0 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სიბნელეში ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვილი დახვდა თვითონვე თავს იკლავდა" - მკვლელობა შიდა ქართლში

 ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გელა ნონაშვილი, რომელიც მოკლულის ნათესავია.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაკავებულს ნათესავის მკვლელობა მიზნად არ ჰქონია და სოფელ სამწევრისში უბედური შემთხვევა მოხდა, რადგან როგორც განმარტავენ, სავარაუდო მკვლელს მისი ნათესავი სიბნელეში ნადირი ეგონა და თავის დასაცავად გაისროლა.

მკვლელობა გუშინ, საღამოს საათებში სოფლის სიახლოვეს მოხდა. მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დემურ ნონაშვილი თევზაობდა, მისი ბიძაშვილი კი ჭალაში სავარაუდოდ ნადირობდა და სწორედ ამ დროს გაისროლა, რა დროსაც დემურ ნონაშვილს ტყვია თავში მოხვდა. 112-ში გელა ნონაშვილმა თავადვე დარეკა და ადგილზე სასწრაფოც მივიდა, თუმცა ექიმებს 60 წლამდე ასაკის კაცი უკვე გარდაცვლილ დახვდათ.

"განზრახ მკვლელობაზე ოდნავ ეჭვიც არ გვაქვს... რაღაცა ცხოველი ჰგონებია და რომ მივიდა და ბიძაშვილი დახვდა, თვითონაც თავს იკლავდა" - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გელა ნონაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები