2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც მათ შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ - აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით, 20% ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იყო ქირურგიის სტანდარტიც და მათ შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები