0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2023 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი „საბას" ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა.

წელს ჟიური საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

პრემია „საბას“ 2023 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

1.       დავით ახალაძე, უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა” (დიოგენე)

2.       მაია ბადრიძე, კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

3.       სალომე ბენიძე, სალმან რუშდის „ოქროს სახლი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

4.       ლევან ბერძენიშვილი, ავტორთა კრებული, “მედეა” (ინტელექტი)

5.       დავით კაკაბაძე, კლაუს მანის „მეფისტოფელი” (ინტელექტი)

6.       ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“ (პალიტრა L)

7.       დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

8.       ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

9.       ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „იგავი“ (პალიტრა L)

10.   გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)

11.   პაატა ჯავახიშვილი, ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

12.   თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“ (პალიტრა L)

 

წელს „საბა“ ოცდამეერთედ ტარდება. მისი ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება.

კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...