0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა დაინერგება

თიბისისა და Visa-ს პარტნიორობით საქართველოში B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა - Visa B2B Connect დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და  Visa B2B Connect-ის, CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა მოაწერეს ხელი.

 

Visa B2B Connect გადახდების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპერაციების განვითარებას და საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებას.

 

Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა  distributed ledger technology (DLT), რაც უზრუნველყოფს როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება  გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს შუამავალი რგოლისაგან ათავისუფლებს.

 

„თიბისი, როგორც ბაზრის ლიდერი, ორიენტირებულია მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაზე, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კი ინვესტიციებისა და ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ბიზნესებს გამარტივებული და სანდო საოპერაციო გადაწყვეტები შევთავაზოთ, მათ შორის, ფულის მოძრაობისა და გადახდების მიმართულებით. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესებისათვის ალტერნატიული გადახდების სისტემის იმპლემენტაციას, რაც მათი ტრანზაქციების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს. ინოვაციებისა და დიჯიტალიზაციის დანერგვით ჩვენ განვაგრძობთ ტრანზაქციების გეოგრაფიული დაფარვის გაფართოებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას“. - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა

 

„ვამაყობთ, რომ Visa B2B Connect პლატფორმას ჩვენს პარტნიორთან თიბისი ბანკთან ერთად ვავითარებთ.   გვჯერა, რომ ტექნოლოგიური სიახლეების ერთობლივი დანერგვით, კორპორაციულ კლიენტებს, ბიზნესებს,  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანზაქციების  განხორციელებაში დავეხმარებით. ჩვენი მიზანია, თიბისი ბანკთან ერთად კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი  ინოვაციებსა და გადახდების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში“.- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, კავკასიაში Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა.

 

ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი  თუ ინიციატივა განხორციელდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...