0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია.

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,  დაპროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. 

 ICPC-ის ნახევარფინალში 47-მა გუნდი, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17 გუნდი მონაწილეობდა. დამატებით 10 უძლიერესი გუნდი კი სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ICPC-ის ნახევარფინალი  ერთდროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში ჩატარდა.  სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრებას, დისტანციურად უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი ესწრებოდა.

"ლიბერთიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტ მიმართულებად განათლება და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა აირჩია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა გავმხდარიყავით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრის - დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორები.

აღნიშნულ ჩემპიონატზე არაერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ გამოავლინა სათანადო უნარები, რომლებიც პროგრამირების მიმართულებით ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის ჩვენს ბანკშიც გააგრძელებენ საქმიანობას.

გამორჩეული სტუდენტები, ლიბერთისთან ერთად გადადგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს და ქვეყნის ერთერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.“- თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი. 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...