0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ - #რაგბიჩვენითამაშია

ქართული რაგბის და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თანამშრომლობა 2027 წლამდე განახლდა. პარტნიორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან და რაგბის ახალ თაობაში და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაზე ერთად იზრუნებენ. მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც თიბისის და ქართულ რაგბის 2015 წლიდან აკავშირებს და ბევრ წარმატებას ითვლის, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. მხარეები ერთად იზრუნებენ რაგბის ბრენდირებული მაღაზიის და ახალი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაზეც.

2022 წლის 25 ნოემბერს, ორი დიდი ქართული ბრენდის - ქართული რაგბის და თიბისის ხელმძღვანელები, იოსებ ტყემალაძე და ვახტანგ ბუცხრიკიძე, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თიბისის მხრიდან რაგბის განვითარების ხელშეწყობას და პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს.

ქართული რაგბის სამომავლო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალურ პროექტებში ჩართულობა, როგორიცაა ინკლუზიურობის ხელშეწყობა სხვადასხვა თაობებსა და სოციალურ ჯგუფებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობები, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს.

 

„თიბისის და რაგბის მეგობრობა სცდება დათქმული პარტნიორობის ჩარჩოს, რადგან ჩვენს შორის ღირებულებათა სრული თანხვედრაა. თიბისი და რაგბის კავშირი ერთად ვემსახურებით დასახულ მიზანს. როგორც რაგბის რიგითი გულმხურვალე გულშემატკივარი და ამავდროულად თიბისელი, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. მტკიცედ მჯერა, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართულ რაგბის, რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოუტანოს საქართველოს. ჩვენი მხრივ, რესურსებს და ძალისხმევას არ დავიშურებთ მხარდაჭერისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

#რაგბიჩვენითამაშია - რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირზე დაიცვა საქართველოს ღირსება. ბოლო წლებში, გაიზარდა ქართული რაგბის ცნობადობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ ასპარეზზე და სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების ნამდვილი სიმბოლო გახდა. რაგბის ღირებულებები მნიშვნელოვანია ახალი თაობის სიჯანსაღისთვის. თიბისი და რაგბის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს რაგბით, ჩაერთოს რაგბიში,  რაც ამ სახეობის წარმატებას შეუქცევად პროცესად აქცევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...