0 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები მაღალმთიან რეგიონებში

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მობილური ჯგუფებისთვის ერთ-ერთი რთულად მისასვლელი ლოკაცია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი - თუშეთი აღმოჩნდა. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ბულდოზერს სავალი ნაწილი დაუზიანდა. თუშეთამდე მისასვლელი რთული გზის გამო, ადგილამდე ევაკუატორის მიყვანა ვერ მოხერხდა. „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი რთულად მისადგომ ლოკაციაზე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მივიდა და დაზიანებული ბულდოზერი ადგილზევე შეაკეთა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ამბობს, ახალი სერვისის დახმარებით მნიშვნელოვანი ფინანსური და დროის რესურსის დაზოგვა შეძლო.

 

იმედა ხეცაურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი: „სამუშაოებს თუშეთში ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ბულდოზერს დაუზიანდა სავალი ნაწილი. იმისთვის, რომ სამუშაოები არ შეფერხებულიყო, აუცილებელი იყო, ტექნიკა დროულად შეგვეკეთებინა. ევაკუატორით ბულდოზერის გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა,  რადგან ფიზიკურად ვერ მივიდოდა ადგილამდე. თეგეტას მობილური ჯგუფი პროფესიონალურად მოგვემსახურა და ტექნიკა ადგილზევე შეაკეთა“.

საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის 12 მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელთაც დღეში დაახლოებით 15-20 გასვლა აქვთ. მიდიან ისეთ ლოკაციებამდეც, რომლებიც ევაკუატორისათვის მიუდგომელია.

 

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: თუშეთიდან ბულდოზერის წამოყვანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან შესაბამისი ტექნიკური მონაცემების მქონე ევაკუატორს ასეთ რთულ ადგილამდე ასვლა უჭირს. თუმცა, ევაკუატორი თუშეთამდე რომც მისულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბულდოზერი არაგაბარიტული სპეცტექნიკაა, გზაზე გადაადგილებისას დამატებით დაცვის პოლიციის გაცილება დასჭირდებოდა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ასეთ შემთხვევებში ბიზნესის დასახმარებლად შევქმენით მობილური ჯგუფები. „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური მექანიკოსები ადგილზე, ნებისმიერ ლოკაციაზე, გაცილებით სწრაფად აგვარებენ ამა თუ იმ ხარვეზს“.  

 

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით ემსახურება. სერვისის მიზანია, დაზოგოთ დრო, ხარჯები, თავიდან აირიდოთ ზედმეტი გართულებები და შეაკეთოთ მძიმე ტექნიკა დაზიანების ადგილზევე.

სად შეგიძლიათ სპეცტექნიკის სერვისებით სარგებლობა

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია, ხოლო სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ადგილას აღმოგიჩენენ სათანადო დახმარებას.

რას მოიცავს სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება

„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების გაწევაა შესაძლებელი. მათ შორისაა ელექტროდიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ასევე სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი სპეცტექნიკის მიმართულებით სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს.

კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი

საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურებას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann, TVH და ა.შ.

 

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...