1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”- ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა დატოვა

მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო- 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან დადებითად მიიღო ეს ჩემი წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მას მე წლებია ვიცნობ, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები