1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა.

მისი გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს მაიკ პომპეო დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 

ინფორმაცია რექს ტილერსონის გადაყენების შესახებ ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, მიზეზად კი რიგ საკითხებზე უთანხმოება სახელდებოდა.
დღემდე დონალდ ტრამპიც და რექს ტილერსონიც გავრცელებულ ინფრომაციას უარყოფდნენ.

სად გააგრძელებს მუშაობს რექს ტილერსონი, ამ დროისთვის უცნობია. მაიკ პომპეოს კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ხელომძღვანელის თანამდებობაზე მისი მოადგილე, ჯინა ჰასპელი, შეცვლის.

ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატები თანამდებობებზე კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები