1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეირანის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

 ირანის დედაქალაქ თეირანში გუშინ მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 დაღუპულისა და 39 დაშავებულის შესახებ.

ამასთან, თეირანში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს. სამარტალდამცველების თქმით, ისინი საგამოძიებო უწყებაში იკითხებიან. 

მედიის ცნობით, ტერაქტის შემსრულებლები ირანის მკვიდრები იყვნენ.

"თავდასხმაში მონაწილეები ირანიდან იყვნენ, რომლებიც „ისლამურ სახელწიფოს“ ემსახურებოდნენ“, - განაცხადა ირანის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები