1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პრინცესა დაიანას ჩარლი ქორწინებამდე მხოლოდ 12-ჯერ ჰყავდა ნანახი“- ახალი დეტალები პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

  პრინცესა დაიანა, მანამდე კი დაიანა სპენსერი და პრინცი ჩარლი ერთმანეთს ქორწინებამდე 12-ჯერ შეხვდნენ. ისინი უბრალოდ იცნობდნენ ერთმანეთს შეუღლებამდე - ამის შესახებ 48 საათის ჯგუფი და ჟურნალისტი გაილ კინგი ალაპარაკდნენ :

„გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ’ჩარლი და დაიანა ერთმანეთს რეალურად  მხოლოდ 12-ჯერ შეხვდნენ ქორწინებამდე, ეს არის ერთ-ერთი უცნობი და მოულოდნელი ფაქტი მათი ქორწინების შესახებ. მიუხედავად მათი მოკლე სასიყვარულო ისტორიისა და შემდეგ უკვე 1966 წელს გაშორებისა, ზირინსკი ამბობს, რომ ამ სამეფო წყვილს ჰქონდა ნამდვილი კავშირი. ლანა მარკსის, დაიანას მეგობრის თქმით, სიკვდილამდე მას  დაიანამ უთხრა:’’მე ნამდვილად მხოლოდ ერთი კაცი მიყვარდა და ეს იყო ჩარლი“.

CBS-მა, რომელმაც დაიანას სიკვდილის 20 წლისთავისთვის  რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, ყურადღება მიაქცია ასევე მის მემკვიდრეობას და ვაჟებს, უილიამსა და ჰარის.

ზირინსკი:’’კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს მემკვიდრეობას, რომელსაც პრინცესა ატარებდა. მე ვფიქრობ,  დაიანამ გააცნობირა, რომ თავისი სამუშაო შესაძლებლობებს აძლევდა და დაინახა, რომ ეს შეიძლებოდა ცხოვრების მიზანი გამხდარიყო. მას შეიძლება გვირგვინი არ ჰქონოდა, მაგრამ,  ჩემი აზრით, ის ხედავდა სამყაროს და იმას, რომ სიძლიერე არ მოდის გვირგვინიდან  - ის  გულიდან მოდის.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები