1 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

459 ტონა ბარგი და რამდენიმე ჩაშლილი ფრენა - როგორ მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე?

საუდის არაბეთის მეფის რანგში Abdulaziz-ი პირველად ეწვია ინდონეზიას, სადაც 9 დღის განმავლობაში დარჩა. მეფემ რამდენიმე დღე ჯაკარტაში გაატარა, შემდეგ კი კუნძულ ბალიზე, ინდონეზიის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ კუნძულზე გაემგზავრა, საიდანაც მისი აზიური ტური დაიწყო, რომელიც ჩინეთის, იაპონიისა და მალდივების მონახულებას მოიცავს. როგორც მედიასაშუალებები წერენ მეფე მსუბუქად, ნამდვილად არ მოგზაურობს. ავიაკომპანია PT Jasa-ს ცნობით, საუდის არაბეთის მეფე 459 ტონა ბარგით მგზავრობს .(ცნობისთვის , აფრიკული სპილოს წონა 2.5-7 ტონამდე მერყეობს) გადაადგილება მიწაზე- ბარგის შემადგენლობაშია ორი მერსედესი და ორი ლიფტი. ეს ყველაფერი მხოლოდ მეფისთვის?- მეფეს მოგზაურობაში თავისი ეპიკური გარემოცვა ახლავს. ინდონეზიური მედიის ცნობით, მათი რაოდენობა 1500 აღემატება. 10 მინისტრი, 800 დელეგატი და 25 პრინცი . ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ 572 ადამიანი გამოუყვეს მეფეს კომფორტული მოგზაურობისთვის. ლოჯისტიკური ღამის კოშმარი- საუდის არაბეთის მეფის მასშტაბურმა მგზავრობამ რამდენიმე ფრენის ჩაშლა გამოიწვია. ინდონეზიის პოლიციამ კი მეფის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 10.000 ოფიცერი გაგზავნა ჯაკარტასა და ბალიზე. მეფის გარემოცვამ ელვის სისწრაფით დაიკავა ასობით ოთახი ყველაზე ძვირადღირებულს სასტუმროებში, როგორებიცაა, Ritz, Raffles and Marriott.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები