1 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთმა მხარი ცვლილებებს დაუჭირა - ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ჩამოტვირთვა

საფრანგეთმა მხარი ცვლილებებს დაუჭირა. მეორე ტურის შედეგები უკვე ცნობილია, საფრანგეთის რესპუბლიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ფრანსუა ოლანდიმ მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, მეორე ტურში, 4 პროცენტიანი სხვაობით, დაამარცხა. გამარჯვება ოლანდიმ ჯერ მშობლიურ ქალაქ ტულიში აღნიშნა, მოგვიანებით კი პარიზში ჩავიდა, სადაც მას ათასობით მომხრე დახვდა. ბასტილიის ციხემდე ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მხარდამჭერებმა დროშებითა და შეძახილებით მიაცილეს. 17 წლის შემდეგ, საფრანგეთს პირველად სოციალისტი პრეზიდენტი ჰყავს. ოლანდიმ არჩევნებში ხმათა 51,01 % მიიღო, სარკოზიმ კი - 48,99 %. ორრაუნდიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, დამარცხებულმა კანდიდატმა, ნიკოლა სარკოზიმ, ფრანსუა ოლანდს გამარჯვება მიოულოცა და მოსახლეობას მისი პატივისცემისკენ მოუწოდა. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ერთ თვეში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ნიკოლა სარკოზი. მან, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, განაცხადა, რომ თუკი არჩევნებში დამარცხდებოდა, პოლიტიკიდანაც წავიდოდა. ფრანსუა ოლანდი კი საქმიანობას ეკონომიკური ცვლილებებით იწყებს. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ევროპის ეკონომიკური შეთანხმების გადახედვის ინიციატივით გამოდის. ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრისას, გამარჯვება უკვე მიულოცა ამერიკის პირველმა პირმა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ იმედი გამოთქვა, რომ ოლანდთან და მის მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობები ექნება. ქვეყნის ახალ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს იტალიის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კემერონმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები