1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპირველმაისო აქციები მსოფლიოში

ჩამოტვირთვა

საპირველმაისო აქცია მშვიდობიანად დასრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასობით ადამიანი ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის ქუჩებში გამოვიდა. აქციაში მონაწილეობა, მოძრაობა "დაიკავე უოლ სთრითის" წევრებთან ერთად, პროფკავშირების წევრებმა და სტუდენტებმაც მიიღეს. ბარაკ ობამას ისინი დაპირებული რეფორმების გატარებას სთხოვდნენ. აქცია შეტაკებით დასრულდა კოლუმბიასა და გერმანიაში, სადაც დემონსტრაციები სამართალდამცველებმა დაშალეს. 20 ადამიანი დააკავეს აქციის მსვლელობისას ციურიხშიც. ბრალი მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. აქციებს თითქმის ყველა ქვეყანაში საერთო მოთხოვნა ჰქონდა - ფინანსური კრიზისის პირობებში დაგეგმილი რეფორმების შეჩერება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები