1 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაერომ სირიის საკითხზე ახალი დადგენილება დაამტკიცა

ჩამოტვირთვა

ერთ კვირიანი დებატების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის საკითხზე მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. დადგენილებას მხარი ჩინეთმა და რუსეთმაც დაუჭირეს. კენჭისყრა მოსკოვის გამო ჭიანურდებოდა. რუსეთის მოთხოვნით, დოკუმენტის ტექსტი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ, გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მზად არის ამ დადგენილებას რეზოლუციის სახით დაუჭიროს მხარი. სირიის საკითხზე სპეციალური გეგმა არაბთა ლიგის წარმომადგენელმა კოფი ანანმა მოამზადა. დოკუმენტი სირიის პრეზიდენტს სისხლისღვრის შეწყვეტისა და მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს. გაეროს ინფორმაციით, წელს სირიაში სამოქალაქო ომს უკვე 8 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები