1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლაზარეს მამა, ბექა გრიგორიადისი: „როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში"

ლაზარეს მამა, ბექა გრიგორიადისი: „როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო, რაც დრო გადის, გული მეწვის… მე არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში. იტყვიან, სხვას შვილები უკვდება, შენ ცოცხალი მაინც გყავს და მალე გამოუშვებენო. ბევრი მამხნევებს. არა ხალხნო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე. ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს. ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება, მაგრამ არა, საქართველოში დავრჩით, რადგან გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველო. ახლა კიდევ მეტყვიან: აი, შენი საყვარელი საქართველო, გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო? როგორ ფიქრობთ, ხალხნო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა? ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, შენ აუცილებლად გარეთ იქნები“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები