1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ“ - გიორგი გვარჯალაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

 

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„რაც უფრო ვამყარებ კავშირს შენთან, მით უფრო ვკარგავ კავშირს რეალურ სამყაროსთან. ძალა და სიტყვები გამომელია. რომ გეძინა შენს საწოლთან მოვდიოდი და თავს გადებდი, მერე ცრემლები მომდიოდა. ზოგჯერ ამ დროს იღვიძებდი, თავს წევდი და ამბობდი: - მიყვარხარ, მა. - მე უფრო... მერე მკოცნიდი ტკბილად, მეც გკოცნიდი შუბლზე, ხელზე და ბოლოს ფეხის გულზე, რომელსაც შენ საბნის ქვეშ მალავდი. ამ დროს ვიგებდი უკვე რამხელა გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა ლენო ხარ, პატარა მწვანე კურდღელი... რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება: გაღვიძება, მომავალზე ფიქრი, გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ, აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, ცრემლების შეკავება, ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?). საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება - რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას. ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ. ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად, რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე? ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ” - წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 16 წლის ლენო გვარჯალაძე, 4 ივნისს საკუთარი სახლის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ლენო მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის უფროსი ქალიშვილია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები