2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უცხოელმა სკოლის მოსწავლეზე ლიფტში იძალადა - მოზარდს მრავლობითი დაზიანებები აქვს

ჩამოტვირთვა

სკოლის მოსწავლეზე ძალადობის ბრალდებით თბილისში აზერბიაჯანის მოქალაქე დააკავეს. 22 წლის უცხოელმა მერვე კლასელზე ლიფტში იძალადა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი სათის წინ მოხდა.

მოზარდი მრავლობით დაზიანებებით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანიალი. თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ ლიფტიდან მოზარდის ყვირილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულებმა კი დასისხლიანებული მერვე კლასელი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,“- აღნიშნულია შსს-ოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები