2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებმა პოლიციაზე თავდასხმა განახორციელეს

  პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

  არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. როდესაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარსდგენა სთხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის ადგილას ორი პოლიციელი იყო, ხოლო მათ 13 უცხოელი დაუპირისპირდა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

  შედეგად, სამი თავდამსხმელი მსუბუქად დაჭრილია ფეხში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ცამეტივე უცხოელი დააკავა. 
საქმეს პროკურატურა იძიებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები