2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე ბიზნესმენი დააყაჩაღეს

  ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე ბიზნესმენი  დააყაჩაღეს . 

 გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის არტურ სუკასიანი,  გურიაში  მაღაზიას ფლობს, დღეს დილით კი მას   საკუთარი სახლის სადარბაზოში თავს ორი ნიღბიანი დაესხა.

თავდამსხმელებმა ბიზნესმენს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 30 ათასი ლარი გაიტაცეს. სუკასიანი ოზურგეთიდან ლილოს ბაზრობაზე საქონლის შესაძენად მიდიოდა.

დაშავებული ბიზნესმენი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებს თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები