0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-სმინისტრის ყოფილ მოადგილეს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ

ჩამოტვირთვა

თავდასხმა თბილისის ცენტრში - ცოტა ხნის თავს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილს, გელა ხვედელიძეს დაესხნენ. 

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ თავს, როდესაც ის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდა.

კილაძის თქმით, ხვედელიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა. შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ელისო კილაძე ირწმუნება, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შურისძიება, რომლის შესახებაც შესაბამისი გზავნილები მათ ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს.

„ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა და არანაირი ყაჩაღობის მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია ამის თაობაზე. გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და იმ მასალების გამო, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს დაკრიშვას გოგაშვილის მიერ. მასალებს, რომელიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო. გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ ის ჩიხშია მოქცეული, როცა უჩა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერით ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ გამოუსწორებელი შეცდომა გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

გელა ხვედელიძის საცხოვრებელ სახლთან საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები