0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოჯორში საცხოვრებელი სახლის ეზოში ცხედარი იპოვეს

ჩამოტვირთვა

27 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს კოჯორში. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გვამი ჩამარხულ კასრში აღმოაჩინეს და მკვლელობა 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარ დანაშულს უკავშირდება, როდესაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში მოკლეს, მისი შვილი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ოფიციალურ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ აკეთებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები