1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აეროპორტის თანამშრომელი მგზავრებს ფულს და ნივთებს პარავდა

ჩამოტვირთვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ანტონი ს. ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის მტვირთავად 2011 წლიდან მუშაობდა. ანტონი ს. კონტეინერში მგზავრთა ბარგის ჩატვირთვისას, ფარულად დაეუფლა დანიის მოქალაქის ბარგში არსებულ, 300 ევროს ღირებულების „სამსუნგის“-ის ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითიც მოქალაქეს მნიშნელოვანი ზიანი მიადგა.

ასევე დადგინდა, რომ ანტონი ს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად იპარავდა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ პირად ნივთებსა და ელექტროტექნიკას.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ანტონი ს. ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები