1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას ყვება მოკლული გოგონას დედა, რომელსაც შვილი ნათესავმა ბალიშით გაუგუდა?

ჩამოტვირთვა

4 წლის ბავშვი მოკლეს სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში. ბრალდებულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული აღიარა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ვერსია უცნობია.

სოფელში ამბობენ, რომ ოჯახის ახლობელმა ქალმა მცირეწლოვანი თავისთან წაიყვანა და ბალიშით გაგუდა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც საკუთარი შვილი გარდაეცვალა.

მოკლულის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები