0 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„მათ გადასცურეს ზღვა“ ?!.....

ჩამოტვირთვა

აღარ მინდა აქ ცხოვრება… მართალია ჯარი და პოლიცია ყველგან მოძალადეა, მაგრამ სიყვარული არსად არ არის აკრძალული. თავისუფალ ქვეყანაში ალბათ ასეა.. ჰოდა მეც თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება,შენ არ გინდა? მე შენთან ერთად მინდა. თავისუფლება არ გინდა? შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა. რომ წავიდე წამომყვები? მე ვერ გადმოვცურავ ზღვას ვერც მე ასე კარგათ ცურვა არ ვიცი აბა რას აპირებ? გადავფრინდები ფრენა უკეთესად იცი? შენ ხომ ანგელოზი ხარ,მთავარია,შენი ფრთები ორივეს გვეყოს. სერიოზულად გეკითხები,რას აპირებ? მეც სერიოზულად გეუბნები,რომ ანგელოზი ხარ. მართლა გეუბნები მეც მართლა გავფრინდები ოღონდ შენთან ერთად… საბჭოთა კავშირში ჯინსები ვერ შეკერეს და ამიტომ ყველაზე ბოროტი გამოსავალი მოძებნეს - ჯინსები უბრალოდ აკრძალეს. აკრძალული ჯინსები კი უფრო ტკბილი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები თავისუფლებანანატრი ახალგაზრდებისათვის. გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, ძმები კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, დავით მიქაბერიძე და მამა თეოდორე-იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე - ეს ადამიანები ჯინსების თაობის ტრაგედიის „გმირებად“ იქცნენ . . . შუმი.... " -მაინც რატომ არ გეშინია არაფრის? - იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია. " იქ სადაც ადამიანის სიკვდილი 14 მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა " 1983 წლის 18 ნოემბერი... ახლგაზრდებმა თვითმფრინავი "ტუ 134" გაიტაცეს, რათა ამერიკაში გაქცეულიყვნენ... გატაცება დაარქვეს, თორემ სინამდვილეში სასოწარკვეთილი ადამიანების თვითმკველობას უფრო ჰგავდა. შეშინებულმა პილოტმა, რომელიც ერთ დღეში გაჭაღარავდა, შეუმჩნევლად მოატრიალა თვითმფრინავი თბილისისკენ.. ის მიწაზე არც კი იყო დაშვებული, როცა "კაგებემ", ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, მათ ცეცხლი გაუხსნა. სროლის დროს დაიღუპა 3 მგზავრი, მათ შორის გამტაცებლებიც, ხოლო გადარჩენილებს დაუნდობელი სასამართლოს წინაშე მოუწიათ წარსდგომა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა..... ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ? “ წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით “- მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მაინც სჯეროდათ, რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს არ დახვრეტდნენ. თუმცა განაჩენის გამოტანიდან თვე–ნახევარში, ზუსტად სამ ოქტომბერს თვითმფრინავის ბიჭები დახვრიტეს. ახალგაზრდების დახვრეტის შესახებ, რასაკვირველია,ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებიათ და მშობლებისა და ოჯახის წევრებისათვის არც მაშინ და არც შემდეგ არაფერი შეუტყობინებიათ, მაგრამ ინფორმაცია თბილისსა და საქართველოში მაინც გავრცელდა. “ამერიკის ხმამ” ეს შემზარავი ამბავი განაჩენის სისრულეში მოყვანის დღესვე გადმოსცა. მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ დაიჯერა, რომ გეგა ცოცხალი აღარ იყო. ამ ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს თინას ორსულობა ხდის, რომელსაც აბორტი საკანშივე გაუკეთეს. სასამართლომ თინა ფეტვიაშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანი, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა- მამა თეოდორე. იგი ახალგაზრდების გადარჩენის მიზნით, მომხდარს საკუთარ თავს აბრალებდა და ყველაფერს თავის თავზე იღებდა, თუმცა ამაოდ.... ….სიკვდილმისჯილთა საკნები ორთაჭალის ციხის ჯურღმულებში მიწისქვეშა გუბერსკის სულ ქვედა სართულზე იყო, სწორედ იქ, საიდანაც პატიმრები დასახვრეტად სპეციალურ ოთახებში გაჰყავდათ. თვითმფრნავის ბიჭები, ყველა ერთ დღეს დახვრიტეს, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ გახმაურებულიყო. სამ შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილად გამოუვიდათ, რადგან ბერი და ძმები სპეცილაურად დღისით გაიყვანეს საკნებიდან, რადგან დღისით ციხის ყურადღება უფრო მოდუნებულია და ბოლოს იმ საკნის კარიც გააღეს, რომელშიც გეგა იჯდა. თუმცა გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ. არ იცოდა, რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი, სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა. იმ დერეფნის გავლისას, გეგას სადღაც ზევიდან სიმღერის ხმა შემოესმა, მაგრამ იფიქრა, რომ მოეჩვენა და ოდნავ, სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც. ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ, იდგნენ ძალიან ახლოს ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა, ტირილით მღეროდნენ. მათი ხმა, გეგასაგან განსხვავებით,კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს, რომელიც გამეტებით ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა. დიმას ხმას მაშინვე მოჰყვა დანარჩენი პატიმრების რეაქცია, ორთაჭალის ციხის ყველა პატიმარმა იცოდა, რომ ქვემოთ, სარდაფში, ადამიანი დასახვრეტად მიჰყავდათ. რამდენიმე წამში, ციხის ყველა სართული ერთად, ხმის წასვლამდე ღრიალებდა გეგას სახელს და როცა გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა, მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა, რომ გამცილებელმა და ზედამხედველებმა ერთმანეთს შეშფოთებულებმა გადახედეს. შესაძლოა, აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში, მართლაც რაღაც ლპებოდა, რადგან იმ ოთახში შეყვანისთანავე, ჯალათმა, რომელიც გეგას ელოდებოდა, ინსტრუქციის თანახმად, უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილს, მაგრამ ტყვია არ გავარდა. პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელობა იყო, რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც. გეგა კი, საიდანღაც მოგონილი სიმშვიდით, ჯალათისკენ შემოტრიალდა და მაშინვე ღიმილით უთხრა: – ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ. მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა. მართალია, სიკვდილმისჯილებს მშობლებისთვის ოფიციალურად არაფერი შეუტყობინებიათ განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ, მაგრამ საბჭოთა ხელისფლებას უფრო მზაკვრული და სასტიკი წესებიც ჰქონდა. სამი ოქტომბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში, სიკვდილმისჯილების ოჯახებს ქვითრები მიუტანეს და ოფიციალურად გადაახდევინეს მათი შვილების მოკვლისათვის დახარჯული ტყვიების საფასური. თითო ტყვიის საფასური სამი მანეთი იყო, მაგრამ გეგას დედას ექვსი მანეთი გადაახდევინეს – იმ პირველი გაჭედილი ტყვიისათვის, რომელიც არ გავარდა, ან გავარდა, მაგრამ ჯალათმა უბრალოდ ააცილა. თვითმფრინავის გამტაცებლების მშობლებსა და ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ახლობელებს, არასოდეს უთქვამთ, რომ გეგა და მისი მეგობრები უდანაშაულოები იყვნენ და პასუხი არ უნდა ეგოთ იმისათვის, რაც ჩაიდინეს. თვითმფრინავის გატაცება ყველგან დანაშაულია და მით უმეტეს მაშინ, როცა ის მსხვერპლით მთავრდება, გამტაცებლები უნდა დაისაჯონ, მაგრამ მათი დახვრეტა, ვისაც არავინ არ მოუკლავს ,ისეთვე დანაშაულია,როგორც თვითმფრინავის გატაცება და იქნებ უარესიც! მით უმეტეს: დანაშაულია თვითმფრინავის გატაცების მცდელობისათვის იმ ადამიანის დახვრეტა, რომელიც იმ თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა. როგორც ჩანს, სახემწიფოს მხრიდან ქართველი ბერისადმი გამოჩენილმა განსაკუთრებულმა სისასტიკემ მთლიანად შეცვალა იმ ბადრაგის ცნობიერება,რომელიც დახვრეტამდე ბერის უშუალო ზედამხედველი იყო თბილისის კაგებეს ციხეში. იმ ბადრაგმა ციხეში სამსახურს თავი დაანება და იმ მონასტერში წავიდა, სადაც ასე ძალიან უყვარდა განმარტოება დახვრეტილ ბერს. იმ სოფელში კი, სადაც ყოფილი ბადრაგი წავიდა იმავე დღეს გაჩნდა ლეგენდა, რომ ბერი არ მოუკლავთ და უდანაშაულო ადამიანი დასახვრეტად მაინც ვერ გაიმეტეს. საქართველოშიც დღემდე უამრავ ადამიანს სწორედ ასე სჯერა, რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახალაც ცოცხლები არიან, სადღაც შორს, ძალიან შორს, ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ… – – – – – – – – – – – – – – – – – – – – გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი – გაფრენა არ გინდათ? – გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით. რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერღვია: – რომ ვერ გაფრინდეთ? – მაშინ ზღვას გადავცურავ. – რას? – ზღვას. – როგორ? – სიმღერით. – ხუმრობთ? – არ ვხუმრობ. – დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ? – კი, ბატონო. – მაინც როგორ ჩავწეროთ? – სიტყვასიტყვით. – მაინც როგორ? – მე გადავცურავ ზღვას…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები