0 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი ბავშვების დიდი წარმატება ევროვიზიაზე

ჩამოტვირთვა

საბავშვო ევროვიზია 2011-ის გამარჯვებული ქართული ჯგუფი, „ქენდი“, დღეს თბილისში დაბრუნდა. პატარა მომღერლებს რკინიგზის სადგურზე ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ. სომხეთში გამართულ ფესტივალზე ქართული ჯგუფის სიმღერამ „ქენდი მუსიქ“ 108 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა. საქართველოსთვის ევროვიზია ჯუნიორზე ეს პირველი წარმატება არ არის. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა, 2008 წელს კი ჯგუფი "ბზიკები" ევროვიზია ჯუნიორის გამარჯვებული გახდა; 2009-ში ჯგუფი "პრინცესები" მეექვსე ადგილზე გავიდა; 2010 წელს კი მარიამ კახელიშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა. წლევანდელ ფესტივალზე ქენდისთან ერთად საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ქართული ჯგუფი „ბზიკებიც“ იმყოფებოდა. 5 გოგონასაგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფი „ქენდი“ 2011 წელს სპეციალურად ევროვიზიის კონკურსისთვის ბზიკების სტუდიაში ჩამოყალიბდა. პროდიუსერების განმარტებით, „ქენდი“ მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილებას არ აპირებს, ჯგუფისთვის შეიქმნება ახალი რეპერტუარი და გოგონები, სოლო კარიერის პარალელურად, ერთობლივ მოღვაწეობასაც გააგრძელებენ. დღესვე ჟურნალისტებთან საუბარში საბავშვო ევროვიზია საქართველოს წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ევროვიზია ჯუნიორ 2013, შესაძლოა, თბილისში გაიმართოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები