0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ტექ გუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR- ს დაესწრო

თიბისის ტესტერთა გუნდი ბერლინში კონფერენციას AutomationSTAR-ს დაესწრო. AutomationSTAR 2-დღიანი ღონისძიებაა, 2023 წელს 31-დ ჩატარდა და მთელი მსოფლიოდან ტესტირების სფეროს ასობით ლიდერს და ინჟინერს უმასპინძლა.

 

კონფერენციის სპიკერებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. მათ შორის, ტესტირების ზოგად სტრატეგიებზე, ავტომატიზაციის სამიზნე ფუნქციონალის სწორად შერჩევაზე მთლიან სისტემაში, გუნდებში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე, რისკების მართვაზე, პროექტის ჩარჩოზე, ტესტირების ავტომატიზაცია-ზე CI/CD pipeline-ებში და სხვა.

 

„AutomationSTAR და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპანიის გამოცდილების, მიდგომების და ხედვების შესახებ იღებ ინფორმაციას და ფართო მასშტაბზე გადიხარ. ასევე, ჩვენი განვითარებისა და მოტივაციისთვისაც უმნიშვნელოვანესია". - ალინა ტყაბლაძე, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის მენეჯერი და დივიზიის ლიდი.

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...