0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჰუმანიტარული თვალსაზრისით დადებითი და მისასალმებელია.. ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობაც",- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში და იქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები ახლობლები, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები