1 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაშინგტონი უარყოფს სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შესაძლო გადაყენებას

   აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უარყვეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თანამდებობიდან სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შესაძლო დათხოვნის შესახებ. 

   თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, რექს ტილერსონი განაგრძობს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და მთელი მინისტრთა კაბინეტი კონცენტრირებულია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის პირველი წარმატებული წლის დასრულებაზე.

 შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლოს რექს ტილერსონი და მის ნაცვლად დანიშნოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, მაიკ პომპეო. 

  რექს ტილერსონის შესაძლო დათხოვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის „როიტერსმა“ და „ასოშიეიტიდ პრესმა.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები