1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტეხასში სროლას 26 ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასში, ქალაქ საზერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია 20 მოქალაქე.

დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. დაშავებულთა შორის არის პასტორის 14 წლის ქალიშვილი. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო. 

მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები