0 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მიზეზები ჰქონდა სამხედრო აგრესიას, რუსეთმა არ აპატია უკრაინას სწრაფვა ნატოსკენ, ეს არის დასავლელი ლიდერების განცხადება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში "ნატოში" სწრაფვის გამო შეიჭრა.

კობახიძე განმარტავს, რომ ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია იყო. 

"ამას ადასტურებს მთელი დასავლეთიც, რაღაცა მიზეზები ჰქონდა ამ კონკრეტულ სამხედრო აგრესიას. ამას ამბობენ დასავლელი ლიდერები, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას სწრაფვა ნატოსკენ, ეს არის დასავლელი ლიდერების განცხადება, აქ რა შუაშია ბელარუსი და რუსეთი. არაერთ განცხადებაა ასეთი. არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, ეს შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას აცხადებენ ძალიან ხშირად დასავლელი პოლიტიკოსები, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. 

ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც რომელიმე სხვა გუნდის წევრი. აქ არის ფაქტის კონსტატაცია, ეს ფაქტის კონსტატაცია არაერთხელ განუხორციელებია დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებსაც და საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო რა თქმა უნდა ეს," - ამბობს კობახიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები