1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფაშინიანმა ODKB-ს სამიტზე დოკუმენტს ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის დეკლარაციაზე ხელმოწერაზე, ასევე დოკუმენტზე სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ზომების შესახებ.

ფაშინიანის თქმით, ბლოკის პოლიტიკური შეფასების არარსებობის გამო, ის მზად არაა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს. რა ფორმულირებები იყო დოკუმენტში, უცნობია.

“ODKB-ს მიერ სიტუაციის მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ ODKB-ს უარს მოკავშირეთა ვალდებულებებზე, არამედ აზერბაიჯანის მიერ ინტერპრეტაციას, როგორც მწვანე შუქს ODKB-დან სომხეთის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის”, – აღნიშნა სომხეთის ლიდერმა.

სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.ორგანიზაციაში სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი შედიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები