0 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ – პაპუაშვილი ზელენსკის მიმართვაზე

 

“ზელენსკის არ მოუმართავს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს  “- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხებოდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ეს სამი კვირა ვაჩვენებთ ერთ რამეს, ჩვენ ორიენტირებულები ვართ რეალურ დახმარებაზე, განსხვავებით ოპოზიციის ამ ნაწილისგან, რომელიც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა. რეალური დახმარება, რაც საქართველოს შეუძლია გაუწიოს, ეს არის ჩვენი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენი ხმა ფასობს ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქვეყნების. ჩვენი რეალური დახმარება არის პოლიტიკური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება ზელენსკის მოსმენას, მგონი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ გერევათ ზელენსკიში, ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები