1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ ანტივაქსერ სასულიერო პირებს, თუ არ გამოსწორდებიან, დავსჯი – ქრიზოსტომოს II

კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კვიპროსის ეკლესიის ანტივაქსერ სასულიერო პირებს უკანასკნელი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენიავრცელებს.

"გადავწყვიტე ბოლო გაფრთხილება მივცე აუცრელ სასულიერო პირებს და თუ არ გამოსწორდებიან მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებ.

ყოველწლიურად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ბიუჯეტიდან მღვდლების ხელფასზე ოთხ მილიონ ევროს ხარჯავს, მე შემიძლია ეს თანხა აღარ გამოვყო და ამით დავსაჯო ისინი.

მე ამ სასჯელს დიახ მივმართავ და თუ ეს ქმედება არ მოეწონებათ (მღვდლებს), კარი ღიაა, ამას ხალხის საკეთილდღეოდ გავაკეთებ და არა იმიტომ, რომ ამგვარად მინდა ან ასე მომწონს", – აღნიშნა უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები