1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უგულავა ციხის თანამშრომლის შვილისთვის მიმართვის გამო ბოდიშს იხდის

კრიტიკის შემდეგ, ოპოზიციურმა ლიდერმა გიგი უგულავამ გლდანის ციხის თამანშრომლის შვილისთვის მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა.

“ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება”.- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციისას, გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლისას N18 პენიტენციურ დაწესებულების თანამშრომლის ვინაობა დაასახელა რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ კი უგულავამ ციხის თანამშრომლის შვილს მიმართა რომ მათ და მათმა კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამამისი ჯალათია. აღნიშნული ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  დამფუძნებლებმა, ანა აბაშიძემ და ანა არგანაშვიმა დაგმეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები