1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მგონია, რომ იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს” – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი მიხეილ სააკაშვილზე

მგონია, რომ მიშა იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს!!!, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე წერს და იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ დღეს, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პლასიდო დომინგოსთან ერთად, დილის 4 საათზე ბათუმის მშენებარე ოპერას ესტუმრა და არია შეასრულა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ამ მსოფლიო საოცრებას, პლასიდო დომინგოს წარდგენა რომ არ სჭირდება ზუსტად ვიცი, მაგრამ ეს ისტორია სულ სხვა რამეზეა. ეს ბათუმია, წვიმიანი დილის 4 საათი მიშას თხოვნით, გამოუძინებელი და კომფორტს შეჩვეული პლანეტის უდიდებულესობა ხმა/ტენორი, პლასიდო დომინგო ბათუმის ოპერის ახლახანამოყვანილ საძირკველში მუხლმოყრილი ასრულებს არიას!!!!

დიახ, მიშამ თავისი ბავშვური გულწრფელობით, აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაყოლოდა სადღაც მშენებლობაზე და როგორც საძირკველში სიმბოლურად ჩაფიქრებული სურვილის “ჩაყოლება” ასე სიმბოლურად ვარსკვლავების ხმის დაბედება მოიფიქრა ოპერისთვის!!!!! გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე??? რომელთა ჩამოსვლასაც კი 2-თვიანი პროტოკოლი, დიდი რუტინული სამზადისი უდგას წინ და აურებელი ჩამონათვალი, რომლის შეუსრულებლობაც ნებისმიერ წუთში შლის კონტრაქტს!!! ასეთი ისტორია არაერთი მაქვს გასასხსენებელი და ახლაც რატომ ვყვები ამას.

უბრალოდ მის უსაზღვრო შესაძლებლობების შეძლებულობაზე მინდოდა შემეხსენებინა… რაღაც მგონია, რომ მიშა იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს!!!! რა, დომინგო დილის 4 საათზე საძირკველში დაჩოქილი ნამღერი წარმოსადგენი იყოოო?’- წერს ნათია ბანძელაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები