1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დილით უპოვიათ ,,მარშუტკების” გაჩერებასთან მკვდარი, თავისი ჯოჯოხეთი გაიარა დედამიწაზე”-გლდანელი ინგა გარდაიცვალა

ჯგუფ "გლდანში” წერენ,რომ ინგა, რომელსაც ყველა იცნობდა, ვისაც კი გლდანის ტერიტორიაზე გაუვლია, გარდაიცვალა.

"მინდოდა, ინგას შესახებ დამეწერა რამე. გლდანში ალბათ ყველა იცნობდით, მეტროსთან ან ბაზარში შეგხვდებოდათ. დღეს ქალების საუბარს შევესწარი ბაზარში, "მარშუტკების” გაჩერებასთან უპოვნიათ ამ დილით გარდაცვლილი. თითქოს ახლობელი ადამიანი დავკარგე, ისე ჩამწყდა რაღაც გულში. მთელი დღე ინგაზე ვფიქრობდი.ბავშვთა სახლიდან ყოფილა. თავისი ოცნებები ჰქონდა. სილამაზის სალონის გახსნა სურდა. შემდეგ გლდანში ვნახე პირველად, მეტროსთან. ქუჩა გამხდარიყო მისი თავშესაფარი. თითქმის არასდროს ამივლია მისთვის გვერდი. ხან ფხიზელი, ხან მთვრალი, უმეტესად მხიარული (ერთხელ ვნახე მხოლოდ ნაწყენი და გულნატკენი), კეთილი, მაგრამ არასდროს – გაბოროტებული. ბავშვივით უმანკო – ასეთი ინგა დამამახსოვრდა მე.ჰოდა, თავისი ჯოჯოხეთი გაიარა დედამიწაზე, ახლა უფალთანაა და დედაღვთისმშობელს ებარება მისი სული”, – წერს შორენა თარუგიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები