1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ ერთ ოჯახში ხანშიშესული ქალბატონი გარდაიცვალა.

ტრადიციისამებრ ოჯახმა მიცვალებული – როგორც გურიაში იტყვიან – “შეიცხადია”.

უმალ თავი მოიყარა ჯერ მეზობლებმა, მერე ახლობლებმა, ბოლოს კი ნათესავებმა.

გარდაცვლილი სპეციალური “მაცივარის” მოტანამდე “კუშეტკაზე” დაასვენეს და ოჯახმაც სპეციალური “მაცივრის” (მიცვალებულის განსასვენებელი კუბოში გადასვენებამდე) შეკვეთაზე დაიწყო ზრუნვა.

ამ დროს შვილმა, დედაჩემს უკანასკნელად გამოვემშვიდობებიო და იმ ოთახში შევიდა სადაც მიცვალებული ესვენა.

შვილის გასაოცრად დედა “კუშეტკაზე” იჯდა მუხლებზე ხელებდაწყობილი.

-დედა ცოცხალი ხარ? მოულოდნელობისაგან დაბნეულმა კითხა შვილმა.

კი ნენა, აგერ უდაბნოში ვიყავი, ვიარე ვიარე, ვიძახე, კაციშვილი არ გამომეძახა და ქი დავბრუნდი უკანო… იყო პასუხი.

წყარო: guriismoambe.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები