1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - 15 სექტემბრისთვის თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს სწავლის დაწყების რეკომენდაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სწავლის დაწყების დროისთვის კვლავ მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება.

ამასთან, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ დაწესებული შეზღუდვები, ვაქცინაცია შედეგს გამოიღებს და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდება.

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები