საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 41% კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს
2021-01-25 14:00:40
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% არაა თანახმა, 17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია.
ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
კომენტარები