1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს

სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. გაზდელიანი თანამოაზრეებთან ერთად კომისიის შენობასთან აქციას მართავდა, რა დროსაც შენობის შესასვლელთან ბიძინაივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის დაკვრა სცადა. სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

გაზდელიანმა დაკავებამდეც სცადა სტიკერის გაკვრა შენობასთან, რასთან მიმართებითაც გაფრთხილება მიიღო ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან. სტიკერის ხელმეორედ გაკვრის მცდელობისას კი ის პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები