საზოგადოება
ბადრი ჯაფარიძე - დღევანდელი არჩევნები არის გარანტი დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა
2020-10-31 10:03:41
“მე ხმა მივეცი ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ”- ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა.
“ლელოს” გენერალურმა მდივანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ჯაფარიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და გააკეთონ არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ.
“ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნებია იმისათვის რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ ხმა მისცენ მისი ქვეყნის მისი ოჯახების მომავალს, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს რომლის წინაშეც ვდგავართ. მინდა ყველ თანამოქალაქეს ვთხოვო ხმა მისცენ ცვლილებებს,” - განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები