1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალიკა კუპრავა: ცესკომ 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში გადასულ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა

 

მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ, ცესკომ კონსტიტუციური უფლება ჩამოართვა - ამის შესახებ „სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა, იურისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პროტოკოლი, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას ეხება, კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში ან სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ მოქალქეებს.

„პროტოკოლის თანახმად ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბრის 20:00 საათის შემდეგ,  შესაბამისი უწყებების რეკომენდაციით, გადავლენ თვითიზოლაციაში, მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს, რაც მათი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობის ჩამორთმევას წარმოადგენს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების პირობებში, 26 ოქტომბრის 20:00 საათიდან 31 ოქტომბრამდე, თვითიზოლაციაში გადასულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ, შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათას ამომრჩეველს მიაღწიოს.“- განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, ცესკომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს ყველასთვის. მათ შორის  თვით იზოლაციაში 26 ოქტომბრის შემდგომ გადასული პირებისთვის

19 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ  შეიმუშავა პროტოკოლი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფის შესახებ.  ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში   დღეის მდგომარეობით შექმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი  და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით. აღნიშნულ უბნებზე, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს  24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 20:00 საათის ჩათვლით. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები