საზოგადოება
“ 2 ნოემბერს მთავრობა თბილისის ჩაკეტვას და კომენდანტის საათის გამოცხადებას გეგმავს”
2020-10-19 07:21:53
“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოს ხელისფულება 2 ნოემბერს თბილისის ჩაკეტვას და კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გააჟღერა.”ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გვაქვს დაზუსტებით, 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობა გეგმავს ჩაკეტოს ქალაქი თბილის და გამოაცხადოს კომენდანტის საათი, საერთოდ გადაადგილება აკრძალოს, ძალიან საინტერესოდ ემთხვევა ეს ყველაფერი არჩევენებს და შესაძლო გეგმებს, რომლებიც მათ აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა. ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 471 ინფიცირებული თბილისიდანაა.
კომენტარები