0 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სისხლიანი გარჩევა პროკურატურისა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის, დაჭრილი სამხედრო სასტიკად ნაცემია

შეიარაღებული გარჩევა პროკურატურის მაღალჩინოსანსა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ასეულის მეთაურს შორის -"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით შეიარაღებული თავდასხმა წყალტუბოში, შანიძის ქუჩაზე, გვიან ღამით თავდაცვის სამინსიტროს დაზვერვის ასეულის მეთაურის გიორგი მეტრეველის სახლთან მოხდა. სამხედრო მაღალჩინოსანს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს. როგორც "კურიერს" სანდრო წყარო უყვება, დაზვერვის ასეულის მეთაურს, ღამით სახლში დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების უფროსი გივი შენგელია მიუვარდა, რომელმაც მას ჯერ სცემა და შემდეგ ესროლა.
ინციდენტს მეტრეველის მეუღლე ესწრებოდა. დაზარალებული გიორგი მეტრეველი ამ დროისათვის მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. ინციდენტის შედეგად მას თავის არეში ნახეთქი ჭრილობები, სახეზე კი მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. პროკურორის თავდასხმის გამო, მეტრეველს მარჯვენა ხელის ცერა თითიც მოტეხილი აქვს.
პროკურორის მიერ ჩადენილ დანაშაულს პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს. საქმეში ფიგურირებს "ბერეტას" ტიპის იარაღი. პროკურატურაში ფაქტს ადასტურებენ, თავდაცვის სამინისტრიოში კი მომხდარს უარყოფენ. მომხდარიდან 3 დღის შემდეგ, პროკურორი გივი შენგელია დაკავებული არ არის.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები