0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, საზღვარგარეთ გაიხსნას იქ მომუშავე ქართველებისთვის სამუშაო ბაზარი – ბაქრაძე

“საპარლამენტო გუნდთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პენსიის გაზრდა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური საკითხები,“ – ეს განცხადება ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

გუშინ, „ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.

ბაქრაძემ, დეოკუპაციის თემასთან ერთად, მისთვის პრიორიტეტად ემიგრანტები დაასახელა. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საზღვარგარეთ ქართველებს ჰქონდეთ ლეგალური სამუშაო.  მისი თქმით, ამ საკითხს ყველა შეხვედრაზე დააყენებს.

ასევე, მთავარ საკითხებს შორის სახელდება პენსიის გაზრდაც.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ყველა ვიზიტზე უცხოეთში, ყველა შეხვედრაზე მეგობარი სახელწიფოს მეთაურებთან, დავაყენო საკითხი, რომ გაიხსნას იქ მომუშავე ქართველებისთვის სამუშაო ბაზარი და სამშობლოში დაბრუნებამდე, ადამიანებს ქონდეთ ლეგალური სამუშაო, ადამიანებს ქონდეთ გარანტირებული ხელფასი, დაზღვევა და არ ეშინოდეთ დეპორტის, მაშინ, როდესაც გაჭირვების გამო მიდიან საქართველოდან. საპარლამენტო გუნდთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პენსიის გაზრდა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური საკითხები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები