0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ელიზაბეტ II საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ. წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს აღნიშნავს.

ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელ და სამომავლოზე”, – ნათქვამია მისალოც ტექსტში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები