1 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ქუტაშვილი და პავლიაშვილი მცხეთაში, მშობლებთან ერთად იმყოფებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთაში, მშობლებთან ერთად არიან.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც დროულად მოხდეს.

„არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი ჩვენი მოქალაქე იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი არიან გათავისუფლებულები. მათ მიეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორია და ისინი მცხეთაში არიან,თავის მშობლებთან ერთად.

ამ წუთში მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად.

სამწუხაროა, ამ დროისთვის მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ახლა ვესაუბრებოდით ამ ადამიანებს და შეუძლებელია ახლა მეტზე ლაპარაკი“, - განაცხადა სუბარმა.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დღეს დატოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები