1 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ დარღვევებზე, იმ მიმართულებითაც, რომელსაც წულუკიანი წარმოადგენს"

ჩამოტვირთვა

„მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში,“- ასე უპასუხა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რომელმაც მას "ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი" უწოდა.

უჩა ნანუაშვილს მთავრობის წევრები და პროკურატურა მისი მწვავე დასკვნის შემდეგ დაუპირისპირდნენ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარეობას და საგამოძიებო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა.

„ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას. სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები