1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ - თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა წარადგინა.

 

2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს, ვინაიდან, პარტნიორების მხრიდან, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დახმარებაში.

 

რთული გეოპოლიტიკური გარემო, არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში, საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი, საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია - ეს მოვლენები 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს.

 

რთული გეოპოლიტიკური გარემო

 

2023 წლიდან რეგიონში მომატებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა, დამატებით გამოწვევებს ქმნის. ისრაელი-ჰამასის ომი საქართველოს ტურიზმისთვის რისკს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკაზე აღნიშნული ომის ნეგატიური გავლენა, თითქმის დასრულებულია.

 

2023 წელს ისრაელის წილი საქართველოს იმპორტში - 0.1%, ექსპორტში - 0.3%, ფულად გზავნილებში - 5.2%, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში კი 7% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2024 წლის იანვარში, საქართველოში ისრაელელი ტურისტების დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.

 

საქართველოზე ისრაელის კონფლიქტის გავლენის შესამცირებლად, ტურისტული ობიექტების, განსაკუთრებით კი - ბათუმის ტურისტული ობიექტების მხრიდან, ევროპისა და აზიის მაღალმხარჯველუნარიან ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობის გაძლიერებაა საჭირო.

 

წითელი ზღვის კრიზისი მსოფლიოში ინფლაციის შეკავებას ართულებს. სუეცის არხზე მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების - 12% და საკონტეინერო გადაზიდვების 30% მოდის. გადაზიდვის ახლანდელი ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2024 წელს გადაზიდვის დრო 25-30%-ით გაიზრდება, კონტეინერით გადაზიდვის ხარჯი კი, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 2.5-3 ჯერ მეტი  იქნება.

 

წითელი ზღვის კრიზისმა მიწოდების ჯაჭვი საქართველოშიც შეაფერხა. ტრანსპორტირების  დრო - 50%-ით, ტრანსპორტირების ტარიფი - 100-150%-ით, პროდუქტის თვითღირებულება კი 5%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 15.3%-ია. რეგიონიდან იმპორტის 80% ზღვით შემოდის. რთულია სხვა ქვეყნებზე გადართვა, რადგან დიდია განსხვავება ფასსა და ასორტიმენტში. წითელის ზღვის კრიზისი გამოწვევას უქმნის იმპორტიორებს და მარჟის ხარჯზე ფასები შენარჩუნდება თუ გაიზრდება - კრიზისის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. 

 

წითელი ზღვის კრიზისი  საქართველოში ინფლაციის რისკებს არ ქმნის. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების წონა სამომხმარებლო კალათაში 1.33%-ია.

 

არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში

 

2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 46% მომდევნო წლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ გეზს ირჩევს.

 

ბაიდენის პოლიტიკა საგარეო ვაჭრობის ზომიერ პროტექციონიზმს, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის  შენარჩუნებას და უკრაინის მხარდაჭერას პროგნოზირებს. ტრამპის პოლიტიკა კი - საგარეო ვაჭრობის ძლიერ პროტექციონიზმს, ნაკლებად პროგნოზირებად მონეტარულ პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონისტურ პოზიციას, რაც ნატოს იდეის რისკის ქვეშ დაყენებას გულისხმობს.

 

არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკა რეგიონის მიმართ. საბაზისო სცენარში გაცვლითი კურსის მერყეობა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ სტრესული გარემოებების მიმართ მედეგობისთვის, სავალუტო რისკების ჰეჯირება მნიშვნელოვანი იქნება.

 

საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება

 

2023 წელს რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო.

 

წელი

მიგრანტი წლის ბოლოს (ათასი)

დანახარჯი

2022

115

$680 მლნ

 

2023

95

 

$875 მლნ

2024

76

 

$660 მლნ

 

მიგრანტების შემოსვლის შედეგად, თბილისში ბინის ქირის საშუალო თვიური ფასი 800$-ია, რაც აღემატება ბინის ქირის საშუალო თვიურ ფასს თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, უნგრეთის, ყაზახეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქებში.

 

2024 წელს, მიგრანტების ნაწილობრივი გადინების მიუხედავად, თიბისი კაპიტალი ეკონომიკის 5.6%-ით ზრდას და სტაბილურ გაცვლით კურსს პროგნოზირებს.

 

წელი

მშპ-ის ზრდა

დოლარი/ლარი

სებ-ის რეზერვები

2023

7.5%

2.69

 

$ 5.0 მლრდ

2024

5.6%

2.75

 

 

 

საქართველოში 2024 წელს მიგრანტების გადინება ტურიზმის გაძლიერებით და ადგილობრივი მოხმარების ზრდით დაბალანსდება.

2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მიგრანტების დანახარჯების წილი ტანსაცმლით საცალო ვაჭრობაში - 4.3%-იდან 3.0%-მდე, ტექნიკაში - 2.4-იდან 1.7%-მდე, FMCG სექტორში კი 2.2%-იდან 1.6%-მდე შემცირდება. ამის პარალელურად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წელს ბრუნვა ტანსაცმლის სექტორში - 16%-ით, ტექნიკის სექტორში - 13%-ით, FMCG სექტორში კი - 10%-ით გაიზრდება.

 

საცხოვრებელი ფართის საშუალო გასაყიდი ფასი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, დაიკლებს და 1000-1200$-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც მიგრაციის ეფექტი 19% იქნება, მაშინ, როდესაც ბინის ფასების მატებაში მიგრაციის ეფექტი 2023 წელს 28%-იყო. საცხოვრებელი ფართის კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 2024 წელს 10-12$ იქნება, საიდანაც მიგრაციის ეფექტი 54% იქნება. გასულ წელს, ქირის ფასის მატებაში მიგრაციის ეფექტი 72% იყო.

 

უძრავი ქონების გაყიდვების დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია მიგრაციული ნაკადის დროებითობის გათვალისწინება.

 

სამუშაო ძალის დეფიციტი

 

მოსახლეობის დაბერების, კადრების გადინებისა და დაბალი შობადობის გამო,  საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გრძელვადიანი გამოწვევაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამუშაო ძალა ქვეყანაში, საშუალოდ, 0.2%-ით შემცირდა, საშუალო ხელფასი კი 10%-ით გაიზარდა. საშუალო ხელფასი ყველაზე საგრძნობლად რამდენიმე სექტორში გაიზარდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია: +17%
  • განათლება: +12%
  • მრეწველობა: +12%
  • მშენებლობა: +12%

2024 წელს ისევ მოსალოდნელია საქართველოში სამუშაო ძალის შემოდინება უფრო დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნებიდან.

 

მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.

 

ვაჭრობის, განთავსებისა და საკვების მიწოდების მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში.

 

სოფლის მეურნეობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულებით,  საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.

 

საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გაგრძელდება და ამ დეფიციტთან გასამკლავებლად, გამოსავალი დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნების პოტენციალის ათვისებაა.

 

საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია

 

2024 წელს მსოფლიოში, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.

 

მაკროეკონომიკური ტენდენციები

 

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, საქართველოში მაკროეკონომიკური ინდიკატორების მაჩვენებლები ასეთი იქნება:

 

ინდიკატორი

2022

2023

2024

2025

ეკონომიკური ზრდა

 

11.0%

 

7.5%

 

5.6%

 

5.4%

 

ინფლაცია

 

9.8%

 

0.4%

 

4.1%

 

3.0%

 

რეფინანსირების განაკვეთი

 

11.0 %

 

9.5%

8.25-8.5%

 

7.5 %

 

ევრო/აშშ დოლარი

1.07

 

1.11

 

1.12

 

1.16

 

აშშ დოლარი/ლარი

2.70

 

2.69

 

2.75

 

2.65

 

ევრო/ლარი

 

2.88

 

2.98

 

3.08

 

3.07

 

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები